ქუთაისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ეგიდით,
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“.
სასწავლო კურსი, რომელიც 22-დან 24 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს, განკუთვნილია ტურისტული გიდებისთვისა და ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
სასწავლო ტრენინგის ორგანიზატორია დიპლომატი მიხეილ უკლება, რომელმაც გადაცემაში “მთელი დღე” თეა ჩეჩელაშვილთან ერთად ისაუბრა ტურიზმის დიპლომატიის აუცილებლობაზე, გამოწვევებსა და მნისვნელოვან პრიორიტეტებზე. გადაცემაში, ასევე მონაწილეობდა ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მარი დევიძე.