7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება აქცია “ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას”! რომელიც მიმართულია გულს-სხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის ცნობიერების ამაღლებისსკენ. აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდება სკრინინგი, ექიმებისგან მიეწოდებათ ინფორმაცია რისკ-ფაქტორების შესახებ. უფრო მეტს აქციის შესახებ მოისმენთ გადაცემაში, რომლის სტუმრები იყვნენ აკ. ზ. ცხაკაიას სახ. ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ეროვნული ცენტრის ექიმები, კარდიო-ქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე და ნევროლოგი თამარ ჯანელიძე. აქცია 7 აპრილს, 12-დან 17 საათამდე გაიმართება.