ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები მარტში პარიზში იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალი პატარიძემ გადაცემაში “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად განაცხადა, იგეგმება ქართული ზღაპრების ფრანგულად თარგმნა. კრებულს ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეები გააფორმებენ.