სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ორგანიზებით, ხვალ, 12 მარტს, 13 აქცია-პერფორმანსი გაიმართება. აქციაში, რომელიც ქართული პარლამენტარიზმის
100 წლისთავს ეძღვნება, მხატვრები საკუთარი ნამუშევრებით ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას გააპროტესტებენ. აქციასა და მოძრაობის სამომავლო გეგმებზე გადაცემაში “მთელი დღე” ისაუბრეს მოძრაობის წევრებმა ეკა ფხაკაძემ და ზეკო ხაჩიძემ.