გუშინ, 25 იანვარს, მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერა, “დარისპანის გასაჭირი” გაიმართა.
გოგი ჩლაიძის ოპერა, მაყურებელმა 42 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული იხილა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, დირიჟორი ლევან გაჯიევი, ხოლო დამდგმელი მხატვარი თეო კუხიანიძეა. სპექტაკლის შესახებ გადაცემაში “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა.