ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი ,,ღია სახლი” ლიტერატურულ კლუბთან ,,წიგნების თაობა” ერთად გეპატიჟებათ საახალწლო საქველმოქმედო ბაზრობაზე,
ქ.ქუთაისში 29 დეკემბერს, წმ. ნინოს ქუჩაზე მონპლეზირის თაღთან.
საქველმოქმედო ბაზრობის მიზანია ქ.ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სენსორული ოთახით სარგებლობის სერვისი. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ,,ღია სახლი“ს ბენეფიციარები, ასევე რეგიონში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე პირები, რომლებსაც აქვთ სენსორული ინტეგრაციის სირთულე.
საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობას იღებს, ქ.ქუთაისში რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლები, ბაღები, სხვა საჯარო კერძო ორგანიზაციები. საქველმოქმედო აქციის შესახებ ისაუბრეს ნეიროფსიქოლოგმა ლილე ყაზაიშვილმა და “წიგნების თაობის” წარმომადგენელმა სოფო საკანდელიძემ გადაცემაში “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად.