Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

საზოგადოება
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული მუშა პოლიტრამვით რეანიმაციაშია მოთავსებული
რიკოთის მაგისტრალზე, ობიექტის მშენებლობაზე, დაშავებული 64 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პოლიტრამვებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მოზრდილთა ემერჯენსის ხელმძღვანელი, მაია რუხაძე ამბობს, რომ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აქვს და კონტაქტურია.

"13:15 წუთზე, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 64 წლის მამაკაცი პოლიტრამვით. პოლიტრამვის რეჟიმში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ნანახი იქნა ნეიროქირურგის მიერ. აღმოჩნდა მარჯვნივ 5 ნეკნის დაზიანება, მარცხნივ 2. ფილტვების დაჟეჟილობა, გულმკერდის მე-12 მალის მოტეხილობა. კანქვეშა ინფიზემა. პაციენტი მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აქვს, არის კონტაქტური და ადეკვატური,"-ამბობს მაია რუხაძე.

რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, უბისის მონაკვეთზე, სამუშაო ობიექტის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის თქმით, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ადგილზე სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს. გიორგაძე განმარტავს, რომ შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

FaceBook Twitter Google
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 16 °C
img
ქუთაისი 6 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020