საზოგადოება
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტის ჩამონგრევისას 3 მუშა დაშავდა
რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, უბისის მონაკვეთზე, სამუშაო ობიექტის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის თქმით, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ადგილზე სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს. გიორგაძე განმარტავს, რომ შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

"ობიექტის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი მოვინახულეთ. ისინი შედარებით მსუბუქად არიან დაშავებული. მესამეს მდგომარეობა მძიმეა. შრომის უსაფრთხოების კუთხით კომპანიისთვის ბევრი რეკომენდაცია გვქონდა გაცემული. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამედიცინო ხარჯები დაფაროს და დაშავებულებს კომპენსაცია გადაუხადოს,"-აცხადებს ვიტალი გიორგაძე.

გიორგაძის ინფორმაციით, 2 დაშავებული ზესტაფონში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ისინი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. ხოლო მესამე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რჩება.

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020