თბილისი, 2023 წლის აპრილი: ქართული ენის დღის აღსანიშნავად, რომელიც საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება, Rakuten Viber-მა, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალურმა ლიდერმა, Viber საქართველოს არხში, გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა იცის საზოგადოებამ ამ დღის შესახებ და ძირითადად, როგორ ურთიერთობენ ადამიანები მესენჯერებში. გამოკითხვის ფარგლებში, საკუთარი აზრი 6 ათასზე მეტმა ქართველმა მომხმარებელმა გაიზიარა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 87%-მა ზუსტად იცის, საქართველოში რა დღესასწაული აღინიშნება 14 აპრილს. გამოკითხულთა 66%-ს, ასევე შეუძლია ზუსტად დაასახელოს ამ დღესასწაულის აღნიშვნის დაწყების თარიღი – 1990 წელი.

გამოკითხვის ფარგლებში „Viber საქართველოს“ მომხმარებლებმა, ასევე გააზიარეს პასუხები, თუ მესენჯერებში რამდენად ხშირად იყენებენ ქართულ ენას:

  • გამოკითხულთა 84% ჩატში ქართულ კლავიატურას იყენებს.
  • გამოკითხულთა 10% წერს ქართულ ენაზე, მაგრამ ლათინურ ანბანს იყენებს.
  • გამოკითხულთა 3% აგზავნის ქართულენოვან სტიკერებს.
  • რესპონდენტთა 3% კი, ქართულ ენას, სხვაგვარად იყენებს

Viber-ის შიდა ანალიტიკის მიხედვით, საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ შემდეგ სტიკერებს:

  • გამარჯობა
  • LOL
  • სიცილი
  • გაღიმება
  • კოცნა

2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოში Viber-ის მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი GIF-ებია:

  • სიყვარული
  • ჩახუტება
  • გილოცავთ ახალ წელს
  • მგელი

როგორც გლობალური მესენჯერი, Viber დიდ ყურადღებას აქცევს ადგილობრივ კონტენტს, რომელიც აქტუალური იქნება ქართველი მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ, ქართული ენის დღის აღსანიშნავად, მესენჯერში მომზადდა თემატური გამოკითხვა დღესასწაულის შესახებ, რათა მომხმარებლებს საკუთარი ცოდნა შეემოწმებინათ და დრო მხიარულად გაეტარებინათ.

ქვიზბოტი Viberში.

Rakuten Viber-ის შესახებ:
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატები, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებებისა და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

 

R

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *