ნეიროქსელს MrBeast, რომელიც გუგლმა წარმოადგინა, შეუძლია ტექსტური აღწერილობის შესაბამისად სრულფასოვანი მუსიკალური კომპოზიცია შექმნას.
MusicLM უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციების ციფრული ჩანაწერები გამოიყენეს, საერთო ქრონომეტრაჟით 280 ათასი საათი.
ქსელის შემქმნელების მტკიცებით მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად საკმარისია მომხმარებელმა ტექსტურ ფორმატში აღწეროს როგორი მუსიკა უნდა. მაგალითად: ჩამოთვალოს მუსიკალური ინტრუმენტები და გამოიყენოს განწყობებისა და გრძნობების აბსტრაქტული აღწერილობა, რომელსაც სასურველი მუსიკა უნდა იწვევდეს.
პრეზენტაციაზე გუგლმა სადემონსტრაციო მასალის სახით რამდენიმე ათეული ტრეკიც წარმოადგინა. მათ რიცხვში შედიოდა კომპოზიციები სახელწოდებით: „მელოდია მედიაციისთვის“, „მუსიკა კოსმოსში მარტოობისთვის“, საუნდტრეკი ვან გოგის ნახატისთვის „ვარსკვლავებიანი ღამე“ და სხვა.
ამ ეტაპზე გუგლი არ აპირებს MusicLM საჯარო გახადოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საავტორო უფლებების დარღვევის რისკია.