ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება რუსეთში, ყაზანში სუმოში
ევროპის ჩემპიონატზე. 21-წლამდელებში ჩემპიონი გახდა ნაკრების დებიუტანტი საბა გამთენაძე (-100 კგ). ზურა წიქორაძემ კი, ტრავმირებული მუხლის მიუხედავად, 2 ბრინჯაოს მოპოვება შეძლო – ერთი მძიმე წონაში (+115 კგ), მეორე კი აბსოლუტურში (იგივე თავისუფალ წონაში). 23-წლამდელების ყველაზე პრესტიჟულ წონებში (+115 კგ და აბსოლუტური) ოქროსა (აბსოლიტურში) და ვერცხლის (მძიმეში) მედლები მოიპოვა. მან ასევე წარმატებით იასპარეზა სენიორთა შორის, სადაც ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (+115 კგ და აბსოლუტური).
საქართველოს ნაკრები 8 კაციანი გუნდით იყო წარმოდგენილი. მათ ყაზანიდან ჯამში 13 მედალი წამოიღეს. აქედან 3 ოქროა, 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.
ჩემპიონატში ჯამში მონაწილეობა 12-მა ქვეყანამ მიიღო.