ომბუდსმენის თქმით, ძალიან უყვარს ქუთაისი და გადაწყვიტა ქალაქის დღესასწაულზე ჩამოსულიყო.
“მინდა ქუთაისს, ქუთაისელებს მივულოცო გვირილობის დღესასწაული. ჩამოვედი, რომ მე თვითონ მივიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. პირადად შევხვდე ადამიანებს და პირადად მივულოცო იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ბევრი რამ მაკავშირებს ამ ქალაქთან, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ქუთაისის ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადგილია”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.