მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს

მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის 26 მაისიდან მუშაობას განაახლებს. მღვიმეები და კანიონები დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იფუნქციონირებენ.

​დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ სავალდებულოა კოვიდ 19-ის წინაღმდეგ რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირსა და პირს, ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა, სავალდებულოა 2 მეტრიანი დისტანცია, რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით. 

დასავლეთ საქართველოში აღნიშნული ტურისტული ლოკაციების გახსნას ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ითხოვდა. მისი წარმომადგენლის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ობიექტების მუშაობის შეჩერება მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობასა და სასტუმროებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *