8 ნოემბრიდან საქართველოს 5 დაცული
ტერიტორია – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მიიღეს.
“აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს. დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით,”-აცხადებენ სააგენტოში.