დილიდან მდინარე რიონში დაკარგული
მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, 3 მყვინთავი, ერთი ექოლოტი, რომლითაც ფსკერის სკანირება ხდება და 3 დრონია ჩართული.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ დილით შევიდა.