ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩის
რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერად, პროექტის მიხედვით, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გვირაბის ფასადის მოწესრიგებაც იგეგმება.
სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კეთილმოწყობაზე 358 999 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით შპს “Ceorgia build” ახორციელებს.