სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის
თანამშრომელი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. მერიის თანამშრომელი სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სავაჭრო ცენტრ “ქარვასლას” მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანა. მათი განმარტებით, ბრალდებულმა მოქალაქეს მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.
“გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, საიდანაც თანხის ნაწილი 400 ლარი წინასწარ გამოართვა,”-ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებას მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.