მსოფლიოში არსებული პანდემიიის ფონზე, ქვეყანაში მოქმედი
საგანგებო მდგომარეობისა და კომენდატის საათის გათვალისწინებით, წელს, 12 მაისს მთა რკინისჯვარზე ტრადიციული, პილიგრიმული მსვლელობის ორგანიზება ვერ მოხერხდა და ტური არ შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.
წლებია ხარაგაულში ტრადიციად იქცა 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, პილიგრიმული მსვლელობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე მდებარე მთა რკინის ჯვარზე, ანდრიაობის აღნიშვნა, სადაც ანდრია მოციქულმა გადმოცემის თანახმად პირველ საუკუნეში ჯვარი აღმართა.