მუნიციპალიტეტებში ე.წ “საქმიანი ეზო” მოეწყობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო კი ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას “საქმიან ეზოებში”.
“აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში. შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები,”-აცხადებენ სამინისტროში.
სააგენტო აგრძელებს ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში. ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს. (კახეთში – ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).
წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 “საქმიანი ეზო” მოეწყობა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე