თეატრალური იმერეთის ფარგლებში, ქუთაისში სპექტაკლს
ხარაგაულის სახალხო თეატრი გამართავს. სპექტაკლის სახელწოდებაა “ხორუმი ქართული ცეკვაა”. გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი წარმოდგენის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა. სპექტაკლის ჩვენება 8 ივნისს, 18:30 საათზე მოეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები უკვე წარადგინეს მესხიშვილის, ჭიათურის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ბაღდათის სახალხო თეატრებმა.
“თეატრალური იმერეთი” 2019 მეათედ იმართება.