გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა.
სასულიერო პირს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.
ის ჯერ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.