ქუთაისში ორგანიზაცია ,,ქუთაისი დნიპროსთვის” დაფუძნდა.
ორგანიზაციის მიზანია დახმარება გაუწიოს უკრაინაში სარაკეტო თავდასხმის შედეგადაც დაზარალებულ ქალაქ დნიპროს მოსახლეობას.ორგანიზაციას 19 დამფუძნებელი ჰყავს.
,,დავაფუძნეთ ორგანიზაცია ,, ქუთაისი დნიპროსთვის”. ეს გახლავთ აუცილებელი ნაბიჯი პროცესის საჯაროობისა და სრულიად გამჭვირვალობისთვის.
ორგანიზაციას ჰყავს 19 დამფუძნებელი და ყველა მათგანი ქუთაისისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანია. ერთად ძალა ვართ და გვჯერა ძალიან ბევრს შევძლებთ,”-ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი დეისაძე.
ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
1. კოტე ჭარხალაშვილი.
2 მიხეილ მუმლაძე.
3. ლევან ადეიშვილი.
4. მაგული ჩხობაძე.
5. გაგა ( სახე) ავალიანი.
6. ქეთი ბერძენიშვილი.
7. ხვიჩა ვაშაყმაძე.
8. მარიკა ვაჭარაძე.
9. აკაკი საღინაძე
10. ლელა მოწონელიძე.
11 მაკა ხეცურიანი.
12 იმედა ონიანი.
13 . ია იაშვილი.
14. ნიკა დეისაძე.
15. ლაშა ბერეკაშვილი.
16. . გიორგი გველესიანი.
17 . სოფიო როინიშვილი.
18. ზაალ კუხიანიძე.
19. ქეთი დეისაძე.
14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 4 ბავშვი, დაშავდა 75 ადამიანი.
20 იანვარს დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ,,ფორმულასთან’’ ინტერვიუში განაცხადა, რომ დახმარებას იღებს დაძმობილებული ქალაქებისგან, მაგრამ მათ რიცხვში არ არის ქუთაისი.