რუსთავში, ერთ-ერთი მარკეტის მოლარე-კონსულტანტი 18 წლის გოგომ დაჭრა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაზარალებული 20 წლის გოგოა. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
უცნობია რის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება.
შსს-მ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.