წყალტუბოში მამამთილმა რძალი 3 მცირეწლოვანი შვილიშვილის თვალწინ დაჭრა.
შემთხვევა ქალის ქმრის საფლავზე მოხდა. მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რაც საბოლოოდ 31 წლის ქალის დაჭრით დასრულდა.
დაჭრილი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალის მეგობრების ინფორმაციით, რძალსა და მამამთილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, მამამთილი 31 წლის ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რის გამოც წყალტუბოს სამმართველოს პოლიციამ კაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ორდერი ერთვიანი იყო და დანაშაულის ჩადენის მომენტში მას ვადა გასული ჰქონდა.
პოლიციამ მამამთილი უკვე დააკავა.
Მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.