ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მეზობლებს შორის დაპირისპირება 60 წლამდე მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.