ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-ბარსელონას რეისი გადაიდო, რასაც ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა.
ცნობილია, რომ თვითმფრინავში ასული მგზავრები დააბრუნეს, მიზეზად, კი ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.
მგზავრები კომპანია ,,ვიზეარს’’ და აეროპორტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, აეროპორტში ბავშვებით არიან და მათ ყურადღება არავინ მიაქცია.
მგზავრები სხვა რეისით გაფრენის უფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა რეისების ბლოკირებას მოახდენენ.
ქუთაისის აეროპორტში ფრენა გადაიდო 27 მაისსაც, ვერ შესრულდა ქუთაისი-მილანის რეისი, რასაც ასევე მგზავრების უმაყოფილება მოჰყვა.