საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების გუნდი, სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ნაკრებმა, ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, გუნდური შეჯიბრის ნახევარფინალში ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 45:10 დაამარცხა, ფინალში კი იტალიას 45:26 აჯობა.
მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 6ი მედალია- ორი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს.ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩემპიონის წოდება ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.