2 ადამიანი ემსხვერპლა ქუთაისთან მომხდარ უბედურ შემთხვევას.
შემთხვევა დილით ქუთაისის შემოსასვლელთან, წყალწითელას ხიდთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მომავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ხიდის მოაჯირი გაანგრია და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში მყოფი 5 ადამიანიდან 2 ადგილზე დაიღუპა, 3 ადამიანი კი საავამყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა. მაშველებმა მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს.