ჯანდაცვის ექსპერტის, დევი ტაბიძის შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი საგანგაშოა და თუ არსებული ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ინფიცირებულთა მასშტაბმა 7 ათასსაც გადააჭარბოს.

 

 

„ ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,-განაცხადა დეევი ტაბიძემ

 

Მისი თქმით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მედ-პერსონალი მობილიზეულია და საწოლებიც საკმარისია, მაგრამ მედპერსონალის ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის და ამის გათვალისწინებით, მდგომარეობა გართულდება.

მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მომართვიანობა ძალიან დაბალია, ხოლო ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონა ვირუსის 732 965 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *