სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა “თაობათა დიალოგი” პროექტის “მერების შეთანხმების დოკუმენტის მონიტორინგი და ადვოკატირება” ფარგლებში მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები გამართა.

 

შეხვედრაზე პროექტის გუნდმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მედიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს, პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი წარუდგინა. დოკუმენტში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის ინიციატივის “მერების შეთანხმების” ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ არის საუბარი. მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინოციატივაა. იგი ათასობით ადგილობრივი მმართველბის ორგანოს ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება. მერების შეთანების ხელმომწერი ქალაქები ვალდებულებას იღებენ 2030 წლისთვის სათბური გაზების ემისიის შემცირების 40%-იან ზიანს, შეიმუშავონ ერთობლივი მოდგომები კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან შეგუებისთვის.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინციატვას ” მერების ხელშეკრულება” შეუერთდა 2011 წლის 15 ივლისს და მემორანდუმზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება “2020 წლისთვის ქალაქში სათბური აირების შემცირებაზე 20%-ით“. 2021 წლიდან კი ქუთაისმა შესაბამის მემორანდუმზე ხელმოწერით აიღო ახალი ვალდებულებები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების 30%-ით შემცირებაზე.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ პროექტი მხარდაჭერილი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრების-მიერ, კლიმატის გავლენების კოალიციის წევრი ორგანიზაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის საკითხებში ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *