გურჯაანში, 71 წლის კაცმა სანადირო თოფით ბიძაშვილი და მისი ცოლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი სამეზობლო დავა გახდა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, — აცხადებენ შსს-ში.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის იარაღი — გლუვლულიანი სანადირო თოფი.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.