რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულები პატიმრები არიან.
ამ ეტაპზე უცნობია პატიმართა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი – ეს იყო დაკვამლიანება თუ ხანძრით მიყენებული დამწვრობა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს უკვე შეატყობინეს.
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.