გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისში 12 ოქტომბერს მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
გეგმიური გამორთვა 12 ოქტომბრის 09:00-დან 18:00-მდე გაგრძელდება.
კომპანიის განცხადებით, შეზღუდვები დაგეგმილმა ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოიწვია.
იხილეთ იმ ქუჩების ჩამონათვალი, რომელთაც ხვალ, წყლის მიწოდება შეუწყდება:
გელათის, მწვანე ყვავილას, ტყიბულის, განათლების, დ.ნიჟარაძის, დ.კლდიაშვილის, ვ.მიზანდარის, ნ.ნეკრასოვის N80-დან N120-ს ჩათვლით ლუწები, სოლომონ მეორის, სოლომონ პირველის N64-ის ზევით, ი.ზარდალიშვილის, შ.არაგვისპირელის, ბათუმის, დემეტრე თავდადებულის, დ,თომაშვილის, რიონჰესის, და ა.ვასაძის ქუჩები.