ქუთაისში მაღაზიათა ქსელ ,,ორი ნაბიჯის’’ დისტრიბუტორები და მძღოლები გაიფიცნენ.
ისინი ხელფასების მომატებას და გაუმართავი დისტრიბუციის ავტომობილების მოწესრიგებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
,,ვმუშაობთ ზეგანაკვეთურად, გვიწევს მუშაობა ღამე, ხელფასი კი მცირეა. დისტრიბუტორების ხელფასი 500, მძღოლების კი 650 ლარია. გარდა ამისა, დისტრიბუციის მანქანები იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ, ჩვენი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიმუშავებთ,’’-ამბობენ აქციის მონაწილეები.
ქსელურ მარკეტ ,,ორ ნაბიჯში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.