ფეისბუქის გათიშვის გამო ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა თავისივე პლატფორმაზე დაპოსტა.
“ფეისბუქი, ინსტაგრამი, WhatsApp და მესენჯერი კვლავ ბრუნდებიან ონლაინ რეჟიმში. ბოდიში დღევანდელი შეფერხებისათვის — მე ვიცი, რამდენად ეყრდნობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ გქონდეთ კავშირში ახლობელ ადამიანებთან”, — წერს ის ფეისბუქზე.
ისტორიული გლობალური გათიშვა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა და მომხმარებლები მისი ფუნქციების გამოყენებას კვლავ განაგრძობენ.
მას შემდეგ, რაც ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები: ინსტაგრამი, WhatsApp და მესენჯერი გლობალურად გაითიშა, ცუკერბერგმა მილიარდობით დოლარი დაკარგა.
გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგის პირადი ქონება რამდენიმე საათში $7 მილიარდით შემცირდა, რაც შესაძლოა, სწორედ ფეისბუქის და მასთან დაკავშირებული სხვა ქსელების გათიშვასთანაც ჰქონდეს კავშირი.