4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 877, გარდაიცვალა — 30 ადამიანი.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან იმერეთში კორონავირუსი 143 ადამიანს დაუდასტურდა.
ჩატარდა 16 066 კვლევა ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,40%, ბოლო 7 დღის — 4,94%, ხოლო 14 დღის — 5,42%.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს.
ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 9 068, ხოლო გამოჯანმრთელდა 591 668 ადამიანი.