საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, იმერეთის რეგიონში დამატებით 23 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება.
2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით განხორციელდება ტყიბულის, ჭიათურის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება:
ჭიათურა: მორძგვეთი, სკინდორი, ეწერი, სალიეთი, ქვაციხე, საკურწე, რცხილათი, ხალიფაური, თაბაგრები, ზოდი, სვერი, ცხრუკვეთი, თვალუეთი, ხრეითი.
ხარაგაული: ღარიხევი, წიფი, ქროლი, კიცხის იგორეთი, ლაშის იგორეთი.
ზესტაფონი: ილემი, კინოთი, მწყერიციხე.
ტყიბული: ცუცხვათი.
იმერეთის რეგიონში 2012 წლიდან ამ დრომდე გაზიფიცირებულია 297 სოფელი.
ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 12 სოფელში.