ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობამ საწყის ეტაპზე 1 მილიონი დანიური კრონა გამოიყო.
“ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
ონის მერიის ინფორმაციით, სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისთვის საჭირო ღონისძიებები განისაზღვრება.
ფოტო: ონის მუნიციპალიტეტი