ქუთაისის საკალთბურთო კლუბის “ქუთაისი 2010-ის” ახალი სპონსორი “კროკობეთი” გახდა.
ხელშეკრულება კლუბსა და სპონსორს შორის დღეს გაფორმდა.
ახალმა სპონსორმა უნდა უზრუნველყოს როგორც სპორტსმენების ეკიპირება, ასევე მათთვის ვარჯიშის და თამაშისთვის სათანადო პირობების შექმნა.
მემორანდუმის გაფორმებას “ქუთაისი 2010-ის” პრეზიდენტი მამუკა ნიჟარაძე, კალათბურთელები, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და “კროკობეთის” წარმომადგენლები დაესწრნენ.