საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან ტრანსპორტის მუშაობა განახლდება.
მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რამდენიმე წუთის წინ საბჭომ ბრიფინგზე განაცხადა.
დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოს შემდეგ შეიზღუდა, შეზღუდვა 4 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო, თუმცა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება.