სოფელ ტვიშში და გუმათში ენკას ბაზასთან
რიონის ხეობის აქტივისტებმა კარავი გაშალეს.
“დღეს კარავი გავშალეთ ზევით, ტვიშში და გავშალეთ ქვემოთ, გუმათში – ანუ ხეობის ორივე მხარეზე. კარავი, რომელიც ტვიშში გავშალეთ ზემოდან წამოსასვლელ გზას გადაკეტავს. ჩვენთვის გადაადგილება ისევ შეზღუდულია და შესაბამისად, გზა ზემოდან თავად ტვიშელებმა და ორხველებმა გადაკეტეს”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი პუბლიკასთან საუბრისას.
პროტესტის მთავარ ლოკაციად კვლავ გუმათჰესი რჩება, სადაც პოლიციის მიერ მოწყობილი ბლოკპოსტია და ამ გზით ხეობაში შესვლა კვლავ აკრძალულია.
მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” 23 მაისის თბილისის აქციისთვის ემზადებიან. ისინი სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
აქტივისტები 198 ღამეა კარვებში ათევენ ღამეს.
ფოტო: დათო სიმონია