რიონის ხეობის “მცველები” დაანონსებულ საპროტესტო
აქციებს კვლავ აგრძელებენ. მორიგი აქცია დღეს, 12:00 საათზე წყალტუბოში, სასამართლოსთან ჩატარდება.
“ჩვენ ეტაპობრივად მივიწევთ 23 მაისისკენ. მანამდე გვექნება სხვადასხვა აქტივობები სხვადასხვა ქალაქში,”-განაცხადა რიონის ხეობის “მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა.
მთავრობისაგან მიღებული პასუხები ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტივისტებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. 23 მაისს კი მათ თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსეს.
ადგილობრივებმა კარვებში გუშინ 183-ე ღამე გაათენეს.