“Უარი შერჩევით რეგულაციებს”-ქუთაისის
მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. Მერიასთან აქციის მონაწილეები დღეს, 17:00 საათზე შეიკრიბებიან. Აქციის ორგანიზტორების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კოვიდ რეგულაციებს და კარანტინის პირობებს იყენებს თავის საკეთილდღეოდ და არა პანდემიიდან გამომდინარე. Აქციის მონაწილეები რეგულაციების მოხსნას მოითხოვენ.
“ჩვენ ვგმობთ იმ უაზრო რეგულაციებს, რასაც სათავისოდ იყენებს “ქართული ოცნება”. კომენდანტის საათი მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის დატოვეს, თორემ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყველაფერი დაშვებულია, ზარზეიმით მივიღეთ პუტინის მონაც, დაცვაც დავუყენეთ და საქართველოს პატრიოტები სტუმარ-მასპინძლობის წესის შეურაცხყოფისთვისაც დავგმეთ. ისედაც მძიმე სოციალური ფონია და კიდევ ამდენი ხნით რეგულაციები, რომელიც მხოლოდ ჩვენზე ვრცელდება, აუტანელია. ვითხოვთ ნორმალური ცხოვრების, სუნთქვისა და მოძრაობის უფლებას,”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინი თვალავაძე.
Ქვეყანაში რეგულაციების უმეტესობა მოიხსნა, თუმცა, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.
Ფოტო: ინტერნეტ სივრცე