ქუთაისში მოსახლეობა საწვავის გაზრდილ ფასს
აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სპორტის სასახლესთან არიან შეკრებილნი, რამდენიმე წუთში ისინი კოლონებით ავტობანისკენ გაემართებიან და ავტობანს გადაკეტავენ.
,,საწვავის გაზრდილი ფასი მძიმედ აისახება მოსახლეობაზე. ვითხოვთ ფასის კლებას, ” – ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციას უერთდება პოლიტიკოსი გოგი წულაია. მისი თქმით, ქვეყანაში ფასების მატების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა, რაც ქვეყნის ისედაც ფსკერზე დასულ ეკონომიკას მეტ ზიანს აყენებს.
,,ფასები ყოველდღიურად იმატებს ყველაფერზე: ბენზინზე, სურათზე, სამედიცინო მედიკამენტებზე…ქვეყანაში ღრმა ეკონომიკური კრიზისია, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ ანაღვლებს. ისინი მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას და ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. პოლიტიკური კრიზისი რომ დავძლიოთ, ეკონომიკური კრიზისი გაგვანადგურებს,” – ამბობს გოგი წულაია.