ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის

 

ხე დღეს, 21:00 საათზე აინთება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ნაძვის ხის ანთებისას რაიმე სახის ღონისძიება არ გაიმართება.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვა 15 000 ლარი დაჯდა. წელს თემატიკა ქუთაისია და ნაძვი ბაგრატის ტაძრის ორნამენტებითაა გაფორმებული.

ქალაქი 2021 წელს განსხვავებულად შეხვდება. კოვიდ 19-ის გამო გაუქმებულია ყველა სახის საახალწლო ღონისძიება. 31 დეკემბერს ქალაქში არ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი. ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ გაიმართება ალილო.

ჯამში ქუთაისმა საახალწლო მორთულობაზე 140 000 ლარი დახარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *