ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ტურიზმის განვითარების მიზნით ახალ პროექტებს იწყებს, სადაც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას. აქტივობა მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონში ფოტო-ტურებს, საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკის განახლებას და ფოტოკონკურსს.
“ეს პროექტები დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებაში, შექმნასა თუ შესაბამისი კონკურსების ჩატარებაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებული ჯგუფები, მათ შორის ფოტოგრაფები მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენთვის ძალიან ღირებულ პროექტებში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და დაზარალებული დარგებისა და პროფესიების საქმიანობის ხელშეწყობას,” -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ახალი ბაზას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში გამოიყენებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე