საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სოფელ ჟოენთთან კაპატიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთთან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) უხვი ნალექის შედეგად სავალ ნაწილზე გადმოსულია მდ.რიონი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.”- აღნიშნულია განცხადებაში.