გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უპირობოდ უხსნის. ამის შესახებ
multicat=36 პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტი შეეძლებათ. საქართველოშ შემოსვლამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტა, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოში მოგზაურობამდე ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია. შესაბამის დოკუმენტაციაში მოუწევთ მიუთითონ თუ სად აპირებენ წასვლას საქართველოშ შემოსვლის შემდეგ. საზღვარზე ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ PSR ტესტი.
,,საქართველო აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სიფრთხილით ვდგამ თითოეულ ნაბიჯს. დღესისათვის იმ ქვეყნებიდან, რომელბმაც უპირობოდ გაუხსნა საქართველოს საზღვარი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთან: ეს არის გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტლების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვები გაუხსნა, მათ შორის ევრიკავსირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტი შეეძლებათ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა”.- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.