საქართველოს მთავრობის განმარტებით, კიდევ 113 ეკომიგრანტ
ოჯახს სახლები დაუკანონდა – წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
“სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები, ამ დრომდე, მათ საკუთრებაში არ იყო. სახლების დაკანონებით ეკომიგრანტ ოჯახებს გაუჩნდებათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა და შესაძლებლობა მიეცემათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება. მიმდინარე წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება, დამატებით 180 ოჯახს კი სახელმწიფო ახალ სახლს შეუსყიდის. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ საქართველოს მასშტაბითუსაფრთხო გარემოში 1300-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა,”-აცხადებენ მთავრობაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე