საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიას
განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებს.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ის მუშაობას პირველი ივნისიდან დაიწყებს. გახარიას თქმით, სავალდებულო იქნება პირბადებიის ტარება, ხოლო დამატებითი ნორმების შესახებ ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.
მთავრობის მეთაურის თქმით, აჩქარების საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და, აგრეთვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის მცირე, ამავდროულად შემცირებულია რისკები.